უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 17 ათასს შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
თვითმფრინავი - 123;
ვერტმფრენი - 127;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 54;
ტანკი - 586;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 694;
საარტილერიო სისტემა - 302;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 95;
საავტომობილო ტექნიკა - 1 150;
გემი/კატერი - 7;
ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 66;
სპეციალური ტექნიკა - 21 ერთეული;
საწვავმზიდი - 73.
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.