საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის გაცხადებით, ევროპის ქვეყნები შემდეგი ორი წლის განმავლობაში შეძლებენ, უარი თქვან რუსეთიდან გაზის მიწოდებაზე.
"ორი წლის განმავლობაში ევროპა უარს იტყვის რუსულ გაზზე“, - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ტელეარხ Sky News Arabia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ბორელის განცხადებით, ევროპული სახელმწიფოები ესწრაფიან ევროპაში გაზის წყაროების დივერსიფიკაციას. "რათა შეამცირონ დამოკიდებლება რუსულ ენერგეტიკულ ნედლეულზე", - თქვა მან.
ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა ამჟამად უკრაინიდან ლტოლვილთა უპრეცედენტო ტალღის წინაშე დგას.
"ამ ტვირთს ევროპის ყველა ქვეყანა გაიზიარებს", - დასძინა ბორელმა.