რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება. იტყობინება მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ერთ-ერთი წევრი დავით არახამია.
არახამიას განცხადებით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი რუსეთსა და უკრაინას შორის 28-30 მარტს გაიმართება.
მისივე თქმით, დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, დელეგაციები ამ დროისთვის კონსულტაციებს გადიან, თუ რომელ ქალაქში გაიმართება მოლაპარაკება.
მანამდე, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი ვლადიმირ მედინსკი აცხადებდა, რომ შეხვედრა 29-30 მარტს გაიმართებოდა.