ეს ბრძოლა არც დღეებსა და არც თვეებში არ იქნება მოგებული. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ხანგრძლივი ბრძოლისთვის - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტის დასასრულს, სიტყვით გამოსვლისას:
„ჩვენ ხელახლა გამოვჩნდით თავისუფლებისთვის დიდ ბრძოლაში, ბრძოლაში დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის. ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ნათელი ხედვა. ეს ბრძოლა არც დღეებსა და არც თვეებში არ იქნება მოგებული. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ხანგრძლივი ბრძოლისთვის.
ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან უკრაინა და უკრაინელი ხალხი. ისინი იბრძვიან საკუთარი ერის გადასარჩენად. მათი მამაცი წინააღმდეგობა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, ბრძოლის დემოკრატიის მთავარი პრინციპებისთვის, რომელიც ყველა თავისუფალ ხალხს აერთიანებს. კანონის უზენაესობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის თავისუფლება, შეკრების უფლება, რელიგიის თავისუფლება, პრესის თავისუფლება – ეს პრინციპები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალ საზოგადოებებში.
მაგრამ ამ პრინციპებს მუდმივად ებრძოდნენ. მსოფლიო არ არის სრულყოფილი, როგორც ჩვენ ეს ვიცით. ზოგიერთის ამბიციებია, მუდმივად დომინირებდნენ ბევრის თავისუფლებასა და სიცოცხლეზე. ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი მე დღეს გადავეცი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრს, რომლებიც მჯერა, აქ არიან; ეს გზავნილი შემდეგია – ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ვარშავაში, სიტყვით გამოსვლისას.