შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი აზრით, პუტინი განცვიფრებულია ნატოს ერთიანობით, რადგან აღმოაჩინა, რომ უკრაინაში შეჭრით, ალიანსის წევრების დაქსაქსვა ვერ მოახერხა.
ბაიდენმა ამის შესახებ პოლონეთის დედალაქ ვარშავაში ისაუბრა, სადაც პოლონელ კოლეგას ანდჟეი დუდასა და უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.
"დარწმუნებული ვარ, ვლადიმირ პუტინი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ნატოს დაქსაქსვას, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფლანგების ურთერთდაპირისპირებას, ერების დაყოფას წარსული ისტორიის საფუძველზე", - თქვა ბაიდენმა.
"მაგრამ მან ეს ვერ შეძლო, ჩვენ შევინარჩუნეთ მტკიცე ერთიანობა", - დასძინა მან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ისტორიამ დაამტკიცა, რომ ევროპაში კონფლიქტის დროს შეერთებული შტატების განზე გადგომა დაუშვებელია.
"სწორედ ამიტომ ვამბობდი დიდი ხანია - როგორც სენატორი, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, როგორც ვიცე პრეზიდენტი და ახლა როგორც პრეზიდენტი - რომ სტაბილურობა ევროპაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის. ჩვენი ინტერესებისთვის არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ბაიდენმა.