უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო არმიამ 16 400-მდე სამხედრო დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
„24 თებერვლლიდან 26 მარტამდე პერიოდში მტრის დანაკარგები შეადგენს:
პირადი შემადგენლობა - დაახლოებით 16 400 ადამიანი;
ტანკი - 575 ერთეული;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 640;
საარტილერიო სისტემა - 293 ერთეული;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 91 ერთეული;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 51 ერთეული;
თვითმფრინავი - 117 ერთეული;
ვერტმფრენი - 127 ერთეული;
საავტომობილო ტექნიკა - 1 131 ერთეული;
გემი/კატერი - 7 ერთეული;
საწვავმზიდი - 73;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 56;
სპეციალური ტექნიკა - 19;
ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 2", - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.