აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში ურაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრ ოლექსეი რეზნიკოვს შეხვდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის სახლემწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. ამერიკისა და უკრაინის მხარეები რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ მაღალი დონის შეხვედრას პირველად მართავენ.
ბაიდენი პოლონეთში გუშინ, 25 მარტს ჩავიდა. ბაიდენი დღესვე განცხადების გაკეთებას გეგმავს.
შეგახსენებთ, გუშინ ის პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში იმყოფებოდა, სადაც უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა და საზღვარზე არსებულ ვითარებას გაეცნო.