26 მარტს, ვარშავაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვდება უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს და საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას. ინფორმაციას ადასტურებს თეთრი სახლი.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.
პოლონეთში უკრაინის ელჩმა ანდრეი დეშჩიცამ პოლონურ მედიასთან ისაუბრა მოსალოდნელი შეხვედრის თაობაზე.
"იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ნაყოფიერი და ეფექტური შეხვედრა", - განაცხადა დეშჩიცამ. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე შესაძლებელია საკვანძო მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება.
ამასობაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დღეს დილით პოლონეთში თავის ამერიკელ კოლეგას ენდრიუ ბლინკენს უკვე შეხვდა.