საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის ჰუმანიტარულ ოპერაციას თურქეთთან და საბერძნეთთან ერთად გეგმავს. ამის შესახებ მაკრონმა, გუშინ 25 მარტს განაცხადა. უკრაინული მედია Le Figaro-ზე დაყრდნობით იტყობინება.
"ჩვენ კონკრეტული მსჯელობა გვქონდა მარიუპოლის მერთან და უკარინის ხელისუფლებასთან. ასევე ვაპირებთ მოლაპარაკებას რუსულ მხარესთანაც", - განაცხადა მან.
მაკრონის თქმით, მშვიდობიანი მოქალქეების ევაკუაციის ჰუმანიტარული ოპერაცია განხორციელდება თურქეთთან და საბერძნეთთან ერთად.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ამ საკითხს პუტინთან განიხილავს.
"პუტინთან სატელეფონო საუბრისას, საფრანგეთი რუსეთს მოსთხოვს მარიუპლისთვის ალყის მოხსნას, რათა ყველა იმ სამოქალაქო პირის ევაკუაცია მოხდეს, ვისაც ქალაქის დატოვება სურს. ამასთან შეძლონ ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი მიწოდება მათთვის, ვინც მარიუპოლში დარჩენას მოისურვებს", - განმარტავენ ელისეის სასახლეში.
"ჩვენ ყველაფრის ორგანიზებას საუკეთესო პირობებით მოვახდენთ. ამ ქალაქში, სადაც 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, კიდევ 150 000 მცხოვრები კატასტროფულ პირობებშია", - აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრებისას, მოუწოდა მას მარიუპოლისთვის ალყის მოხსნისკენ, თუმცა, როგორც ჩანს, კრემლმა მაკრონის მოწოდებები მხედველობაში არ მიიღო.