აშშ-ში ფიქრობენ, რომ წარუმატებლობის გამო რუსეთი მთელ ძალისხმევას მიმართავს ურაინის აღმოსავლეთ ნაწილის დაპყრობისკენ და არა კიევზე შტურმისკენ. ამის შესახებ Reuters-ი პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის საოკუპაციო ძალები შეეცდება მოწყვიტოს დონბასი და უკრაინული სამხედრო დანაყოფები, რომლებიც რეგიონს იცავენ, რათა ჰქონდეს ზეწოლის ბერკეტები ზელენსკის ოფისთან მოლაპარაკების დროს.
გუშინ, 25 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ თითქოს "სპეცოპერაციის" პირველი ფაზა თითქმის დასრულებულია და ის მობილიზებული იქნება დონბასის სრულად "გათავისუფლებისაკენ".
აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსები დონბასის რეგიონში სულ უფრო აგრესიულები ხდებიან.
"ცხადია, რომ მათ ეს თავის პრიორიტეტად დაისახეს [დონბასის სრულად დაკავება]", - ამბობენ პენტაგონში.
რუსეთის ძალები კიევის მახლობლად თავდაცვით პოზიციებზე იმყოფებიან. ამასთან, უკრაინული მედია იუწყება, რომ უკრაინის არმია ჩერნიჰოვის მიმართულებით ეტაპობრივად წინ მიიწევს.