უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უარყოფს თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვმა და კიევმა რამდენიმე საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს.
კულებამ მადლობა გადაუხადა თურქეთს და პირადად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს დახმარებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში კონსენსუსზე საუბარი არ ყოფილა.
"თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნახსენები ოთხი საკითხის შესახებ რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს. კერძოდ, უკრაინაში ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული. საერთოდ, მოლაპარაკების ძირითადი თემების ოთხ ან სხვა რაოდენობად კლასიფიკაცია არასწორია. დელეგაციების ქვეჯგუფებში ერთდროულად ბევრი სხვადასხვა საკითხი განიხილება", - განაცხადა ყულებამ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი "უკიდურესად მძიმედ" მიმდინარეობს.
"უკრაინის დელეგაციამ დაიკავა მტკიცე პოზიცია და არ უარს ამბობს თავის მოთხოვნებზე. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს. უკრაინა გააგრძელებს დიალოგს თურქეთთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა აღდგეს მშვიდობა უკრაინის ტერიტორიაზე. ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი, როგორც უკრაინის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, ასევე გააგრძელებს მხარდაჭერას ყველა გზაზე", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსნებეთ, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა 6-დან 4 საკითხზე "ურთიერთგაგებას" მიაღწიეს.