პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ რუსეთის მუქარის საპასუხოდ განაცხადა, რიმ პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში თავს დაიცავს. იუწყება უკრაინული მედია TVP info-ზე დაყრდნობით.
დუდას განცხადება ეხმიანება რუსეთის პროპაგანდისტული არხების ეთერში გაჟღერებულ მუქარას, რომ უკრაინაში სამშვიდობო მისიაში პოლონეთის მონაწილეობის შემთხვევაში, ბირთვული შეტევის შედეგად "ვარშავა 30 წამში გაქრება".
"ჩვენ ვართ ერი, რომელსაც მშვიდობა სურს. ჩვენ ვართ ერი, რომელიც თავს არავის დასხმია, განსაკუთრებით ბოლო ასწლეულის განმავლობაში. ჩვენ ყოველთვის გვსურდა მშვიდობა. ვისაც თავს ესხმოდნენ, ეს ჩვენ ვიყავით", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის მზად იქნება შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში თავის დასაცავად.
"თუ ვინმეს ჩვენზე თავდასხმის განზრახვა აქვს, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან ან ნებისმიეირი სხვა მხრიდან, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს... გარწმუნებთ, რომ ის საკმაოდ დიდია აგრესორების დასამარხად", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.