სავარაუდოდ, 300-მდე ადამიანი დაიღუპა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობაში, რომელიც 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო იტყობინება.
"სამწუხაროდ, დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ, თვითმხილველების ცნობით, რუსული თვითმფრინავის დაბომბვის შედეგად მარიუპოლის დრამატულ თეატრში 300-მდე ადამიანი დაიღუპა.
ბოლომდე არ მინდა ამ საშინელების მჯერა. ბოლო დრომდე მინდა მჯეროდეს, რომ ყველამ მოახერხა გაქცევა. მაგრამ ამ ტერორისტული აქტის დროს შენობის შიგნით მყოფთა სიტყვები საპირისპიროს ამბობს", - ნათქვამი შეტყობინებაში.
16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობას, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.
უწყვეტი დაბომბვებისა და თეატრის ნანგრევებში საძიებო სამუშაოს სირთულის გამო, მსხვერპლის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ინფორმაცია არ არსებობდა.