აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიუსელში, "დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს ვაცხადებ, რომ აშშ უკრაინას კიდევ დამატებით მილიარდ დოლარს გაუგზავნის ჰუმანიტარული დახმარების სახით, რომელიც მოხმარდება მილიონობით უკრაინელს, რომლებიც დაზარალდნენ ამ ომით. ჩვენ განვახორციელებთ 320 მილიონი დოლარის ინვესტირებას დემოკრატიის მედეგობის და ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად უკრაინაში და მეზობელ დემოკრატიულ სახელმწიფოებში“, - განაცხადა ბაიდენმა.
ამავდროულად, ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა თავის ტერიტორიაზე მიიღოს 100 000 ლტოლვილი უკრაინიდან.
"ბევრ უკრაინელ ლტოლვილს სურს დარჩეს ევროპაში, სახლთან უფრო ახლოს, მაგრამ ჩვენ აშშ-ში ასევე მივიღებთ 100 000 უკრაინელს, რომლებსაც სურთ გაერთიანება თავიანთი [აშშ-ში მცხოვრები] ოჯახების წევრებთან", - თქვა პრეზიდენტმა.