ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენცია გამართა.
მაკრონის განცხადებით, რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე სულ უფრო იზოლირებულია.
მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება და სწორედ ამიტომ მიიღო ნატომ გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის გარეშე.
მისივე განცხადებით, დასავლური ძალები მზად არიან გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საჭიროების შემთხვევაში, რადგან "ვაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტის იძულებას".
"ამ სანქციებს აქვს გავლენა და მათი შედეგები ხელშესახებია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების დაწესება, რათა იმუშაოს მათმა დამაბრკოლებელმა ეფექტმა", - ამბობს ის.
ამავდროულად, მაკრონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოახლოებულა სასურსათო კრიზისი.
უკრაინა და რუსეთი ძირითადი საკვების ძირითადი ექსპორტიორები არიან, მაგრამ წარმოება სერიოზულად შეფერხდა ომის გამო.
მარკონის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით დამოკიდებულია უკრაინულ და რუსულ ექსპორტზე.
როგორც მაკრონმა განაცხადა, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება ერთი წლიდან 18 თვემდე, რადგან უკრაინელი ფერმერები "ახალი მოსავლისთვის ვეღარ თესავენ".
მაკრონმა მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მობილიზდნენ მომავალ კრიზისთან საბრძოლველად.