უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს.
"დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, გაიმართა სამხედრო ტყვეების პირველი სრული გაცვლა. ტყვედ ჩავარდნილი 10 დამპყრობლის სანაცვლოდ, 10 ჩვენი ჯარისკაცი გამოვიყვანეთ.
ასევე დღეს რუსებთან გავაგზავნეთ 11 სამოქალაქო რუსi მეზღვაური, რომლებიც ოდესასთან ჩაძირული გემიდან გადავარჩინეთ. ამის შედეგად სახლში დაბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემიდან, რომელიც დატყვევებული ჰყავდათ ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიდან ჩვენი სამხედროების გაყვანის მცდელობისას.
გაცვლის პირობების თანახმად, უკრაინას დაუბრუნდება თავად სამაშველო ხომალდი და თურქეთის პორტში გაიგზავნება", - აცხადებს ვერეშჩუკი.