პუტინმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ახლა ნატო-ზეა დამოკიდებული რომ დავინახოთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს საგანგებო სამიტის დაწყებამდე გააკეთა.
"ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა, ახლა ნატო-ზეა დამოკიდებული რომ დავინახოთ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, რათა დაიცვან თავი. დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური მარწუხების გასაძლიერებლად, ძალიან მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად სწრაფად, ერთად ვიმუშაოთ საქმეების დასასრულებლად, რომ სანქციები იყოს უფრო მკაცრი", - თქვა ბორის ჯონსონმა.