პოლონეთის სეიმმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადა.
შესაბამისი რეზოლუცია სეიმმა 23 მარტს მიიღო. რეზოლუცია აკლამაციის გზით, არა ხმის მიცემით, არამედ კენჭისყრის მონაწილეთა რეაქციების (შეძახილების) შედეგად დაამტკიცეს.
"პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მტკიცედ გმობს ხანგრძლივი ძალადობის აქტებს, ომის დანაშაულებს, დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდის აქტს, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაციის ძალები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მეთუარების ბრძანებით, სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე", - ნათქვამია სეიმის განცხადებაში.
სეიმმა მოუწოდა სახელმწიფოებს, რომლებიც აღიარებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ყველა საშუალებით მხარი დაუჭირონ ინიცირებულ და სასამართლო განხილვებს საერთაშორისო სასამართლოში. ასევე მოუწოდა გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილება ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში, პუტინის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურების პასუხისგებაში მისაცემად.
ამასთან, სეიმმა მიმართა დემოკრატიული სამყაროს ქვეყნებსა და ევროპარლამენტს თხოვნით, პუტინი, უსაფრთხოების საბჭოს წევრები და რუსეთის შეიარღებული ძალების მეთაურები ცნონ პასუხისმგებელ პირებად დანაშაულების აქტებში და დაუწესონ უმკაცრესი სანქციები.