ევროკავშირმა უკრაინისთვის საიდიმლო ინფორმაციების გაზიარების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. იუწყება Bloomberg.
შეთანხმება, რომელიც მოიცავს სატელიტური ფოტოების გაზიარებასაც, ერთწლიანია და შესაძლოა გაგრძელდეს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულები არიან ევროკავშირის ელჩები.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 28 თებერვალს განაცხადა., რომ უკრაინის დასახმარებლად მიმდინარეობს რესურსების მობილიზება, რათა დაეხმარონ უკრაინას გეოსივრცითი მონაცემების ანალიზში.