პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ საჭიროა ნატო-მ შეიმუშაოს ახალი კონცეფცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. ამის შესახებ მან ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება TVN24.
"თავისუფალი, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის უპრეცენდენტო აგრესიის ფონზე, ჩვენთვის, მთელი ევროპისთვის და შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიოსთვის საჭიროა ნატო-ს ახალი კონცეფცია", - განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, ნატო-ს ახალმა სტრატგიულმა კონცეფციამ, რომელიც ახლა მუშავდება, უნდა გაითვალისწინოს ის ცვლილებები, რომელიც აშკარად გამოწვეულია უკრაინაში რუსეთის აგრესიით.
"ნატო-მ ეს მომავლში უნდა გაითვალისწინოს. მიმაჩნია, რომ ნატო-ს წარმომადგენლობამ ჩვენს ქვეყნებში უნდა შეიცვალოს თავისი პროფილი", - აღნიშნა მან.
მას ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს, 24 მარტს იმართება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოსა უკრაინასა და საქრთველოში არსებულ სიტუაციას.
"უნდა გაიმართოს ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომისიების სხდომა, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გვახსოვს ეს ქვეყნები და რომ უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენს ძირითად საკითხებს ამ ქვეყნებისთვის, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც აქვთ თვითგამორკვევის უფლება და ხალხს, რომელიც ამ ქვეყნებში ცხოვრობს, აქვს თავისუფალი, უსაფრთხო, ნორმალური ცხოვრების უფლება", - თქვა დუდამ.