იტალიას სურს, რომ უკრაინა ევროკავშირს შეუერთდეს. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პარლამენტისადმი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის შემდეგ განაცხადა.
"ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც აუცილებელი რეფორმებისგან შედგება. იტალია ამ პროცესში უკრაინის გვერდითაა. იტალიას სურს, რომ უკრაინა ევროკავშირს შეუერთდეს", - განაცხადა იტალიის პრემიერმა.
დრაგიმ აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა არა მხოლოდ თავს, არამედ მსოფლიოს, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას იცავს და იტალია მადლიერია ამისთვის.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომზადება ოფიციალური დასკვნა ევროკავშირში უკრაინის წევრობის კანიდატის სტატუსის მისაღებად.