პოლონეთი აპირებს, ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხის დაყენებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნატო-ს საგანგებო სამიტი 24 მარტს, ბრიუსელში გაიმართება და მას ალიანსის წევრი სახელმწიფოთა ლიდერები დაესწრებიან, სადაც პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა აღნიშნულ ინიციატივაზე ისაუბრებს.
ასეთი მისიის მზადყოფნაში მოყვანა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შესაძლოა გაგრძელდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მზადყოფნა დანიამაც გამოთქვა.
მანამდე, უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის გაგზავნის ინიციატივით პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი გამოვიდა.