მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამასთან, სასამართლომ ნავალნის 1.2 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ "თაღლითობისა" და "სასამართლოს შეურაცხყოფის" საქმეზე.
პროკურატურა ნავალნისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ლეფორტოვოს სასამართლომ 15 თებერვალს დაიწყო. ოპოზიციონერს ბრალად ედება "თაღლითობა" და "სასამართლოს შეურაცხყოფა".
"თაღლითობის საქმე" 2020 წლის ბოლოს გაიხსნა. პროკურატურის მტკიცებით, ნავალნიმ და მისმა გუნდმა პირადი მიზნებისთვის დახარჯეს 356 მილიონი რუბლი, რომელიც შეგროვდა შემოწირულობის სახით პოლიტიკოსის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის საქმიანობისა და ნავალნის შტაბ-ბინის ქსელისთვის.
"სასამართლოს შეურაცხყოფის" საქმის აღძვრის თაობაზე 2021 წლის მაისში გახდა ცნობილი. პროკურატურა ნავალნის მოსკოვის ბაბუშკინსკის რაიონული მოსამართლის ვერა აკიმოვას შეურაცხყოფას ედავება.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნდა, სადაც მკურნალობას და რეაბილიტაციას გადიოდა ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ.
ამჟამად, ნავალნი ვლადიმირის ოლქის ქალაქ პორკოვის გამოსასწორებელ კოლონიაში, ე .წ. "ივ როშეს" საქმეზე იხდის სასჯელს.