ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და სურსათის სამი დღის მარაგი აქვთ დარჩენილი. ანალოგიური ვითარებაა საწვავთან დაკავშირებითაც, რომლის შევსებაც საწვავმზიდების გადაზიდვის მეშვეობით ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, გენშტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობა დგინდება. განადგურებულია 14 ტანკი, ასევე სხვა ჯავშანტექნიკა, სამი საარტილერიო სისტემა.
მარიუპოლის დამცველებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის საპატრულო კატარღა.
ამასთან, უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო დღე-ღამეში მტრის ავიაცია უფრო აქტიურად მოქმედებდა.