უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან საოკუპაციო ძალებმა 15 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა. განახლებულ მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
"24 თებერვლიდან 22 მარტამდე პერიოდში მტრის დანაკარგი შეადგენს:
პირადი შემადგენლობა - დაახლოებით 15 300 ადამიანი;
ტანკი - 509 ერთეული;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 556 ერთეული;
საარტილერიო სისტემა - 252 ერთეული;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 80 ერთეული;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 45 ერთეული;
თვითმფრინავი - 99 ერთეული:
ვერტმფრენი - 123 ერთეული;
საავტომობილო ტექნიკა - 1000 ერთეული;
გემი/კატერი - 3 ერთეული;
საწვავმზიდი - 70;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 35;
სპეციალური ტექნიკა - 15;
ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, მონაცემები ზუსტდება, რადგან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად მტრის დანაკარგის სრული წარმოება გართულებულია.