უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, 13-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე.
"დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას "უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ". გულწრფელად მადლობელი ვართ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს", - წერს სტეფანჩუკი.