ხერსონში თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო მიტინგს მართავდნენ, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას უკრაინული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არიან დაჭრილები. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანები უახლოვდებიან მოედანზე მდებარე ძეგლს, რა დროსაც რუსი სამხედროები მათი მიმართულებით ხსნიან ცეცხლს და ისვრიან ხმოვან-მანათობელ ყუმბარებს.
დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებმა გაიყვანეს.
ხერსონში ყოველ დღე იმართება რუსი ოკუპანტების სააწინააღმდეგო აქციები, სადაც ასობით ადამიანი იკრიბება.