აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ევროპაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ Twitter-ზე დაწერა.
"ევროპაში ვიზიტი ფოკუსირებული იქნება მსოფლიოს გაერთიანებზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება", - წერს ფსაკი.
მისივე თქმით, თეთრი სახლი ვიზიტის შესახებ დამატებით დეტალებს კვირას მოგვიანებით გამოაცხადებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ბრიუსელს ეწვევა, სადაც ის ნატოს, დიდი შვიდეულის და ევროკავშირის სამიტებზე დასწრებას გეგმავს.