საფრანგეთმა რუსეთის ცენტრალური ბანკის 22 მლრდ ევროს ღირებულების აქტივები გაყინა. ასევე გაყინა კერძო პირების 150 მლნ ევროს მოცულობის ანგარიშები.
ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა. წერს RTL
მინისტრის თქმით, საფრანგეთმა თავის ტერიტორიაზე გაყინა უძრავი ქონება, რომლის საერთო ღირებულება 539 მლნ ევროს შეადგენს და რუსეთის 30-მდე მოქალაქეს ეკუთვნის. ასევე დაკავებულია 150 მლნ ევროს ღირებულების ორი იახტა.
"სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის მომენტიდან საერთო ჯამში გაყინულია რუსი ოლიგარქების 850 მლნ ევროს აქტივები", - განაცხადა ლე მერმა.
მინისტრმა დააზუსტა, რომ ამ აქტივების მფლობელებს არ შეუძლიათ მათი გამოყენება, გადაყიდვა ან მონეტიზირება.