პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრულად აკრძალვისკენ მოუწოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონურ გამოცემა WNP -ზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საზღვაზრე შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ბელარუსსა და რუსეთში პროდუქციის მიწოდებას აპროტესტებენ და ევროკავშირს მორიგი სანქიებისკენ მოუწოდა.
"აბსოლუტურად მხარს ვუჭერ პროტესტის მონაწილეებს და კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკომიასს რაც შეიძლება სწრაფად გაააქტიუროს თავისი უფლებამოსილება", - განაცხადა მორავიეცკიმ.
"პოლონეთი გამოდის ინიციატივით, რაც შეიძლება სწრაფად ამ სანქციათა პაკეტს დაემატოს სავაჭრო ბლოკადა საზღვაო პორტებისთვის, ასევე დაწესდეს აკრძალვა და სახმელეთო ვაჭრობისთვის", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი "რუსეთს დამატებით აიძულებს დაფიქრდეს და შეწყვიტოს ეს სასტიკი ომი".
შეგახსენებთ, აქტივისტები პოლონეთ-ბელარუსის საზვარზე საპროტესტო აქციებს მართავენ და კოზლოვიჩი-კუკურიკის გამშვებ პუნქტის ბლოკირებას ახდენენ.