უკრაინაში ტყვედ ჩავარდილი რუსი სამხედროებისთვის სპეციალური ბანაკების მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
"უკვე გვაქვს [სამხედრო ტყვეების ბანაკები]. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ. რადგან ამას მოითხოვს ჟენევის კონვენცია. სამხედრო ტყვეებს თითქმის ისეთივე სამედიცინო დახმარებას ვუწევთ, როგორც ჩვენს ბიჭებს. ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც ცივილიზებული ქვეყანა, რომელიც აგრესორს იგერიებს, მაგრამ თავად აგრესორი არ გახდება", - განაცხადა ვენედიქტოვამ.
მისი თქმით, სამხედრო ტყვეთა საკითხებზე საგანგებოდ შექმნილი სამართალდამცავი ორგანო – სამხედრო სამართალდამცავი სამსახური იმუშავებს.