საბერძნეთი მზადაა რუსეთის ავიაიერიშების შედეგად განადგურებული მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფო აღადგინოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა Twitter-ზე დაწერა.
"საბერძნეთი მზადაა აღადგინოს სამშობიარო საავადმყოფო მარიუპოლში, უკრაინაში ბერძნული უმცირესობის ცენტრში, ქალაქში, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია და წარმოადგენს ომის ბარბაროსობი სიმბოლოს", - ნათქვამია მის პოსტში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ იტალიის ხელისუფლება მზადაა რუსეთის არმიის მიერ დაბომბილი მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობის აღდგენისთვის. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინმა განაცხადა.
"იტალია მზადაა მარიუპოლის თეატრის აღსადგენად. მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ჩემი წინადადება, უკრაინას მივაწოდოთ რესურსები და სახსრები მისი სწრაფი აღდგენისთვის. თითოეული ქვეყნის თეატრები ეკუთვნის მთელ კაცობრიობას", - დაწერა მინისტრმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.