უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირის შემდეგ დასრულდება. ამის შესახებ ის Telegram-არხზე წერს.
"კიევთან, ხარკოვთან, სუმთან და ჩერნიჰოვთან აქტიური ფაზა თითქმის დასრულებულია. იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი [რუსები] შეკრებენ რაღაც რეზერვებს და შეტევაზე გადასვლას შეეცდებიან, სულერთია, ყველა მცდელობა მათი მარცხით დასრულდება.
დასასრული ერთია, მათ წააგეს სტრატეგიულად, წააგებენ ოპერატიულადაც. ვფიქრობ, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის აპრილის ბოლოსთვის კიეველები შეძლებენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას", - აღნიშნა არესტოვიჩმა.