უკრაინა დღეს დასავლეთის შეცდომების "საფასურს იხდის". ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთი წლების განმავლობაში ვერ აცნობიერებდა ვლადიმირ პუტინის მიერ შექმნილ საფრთხეებს.
როგორც ჯონსონი აღნიშნავს, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, 2014 წელს ყირიმის ანექსიის მიუხედავად, "პუტინთან, როგორც საზოგადოების ნაწილთან", დაბრუნდა,
ამასთან, ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ჩაიშალა, რადგან პუტინმა ვერ შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობის ძალა.
ჯონსონის თქმით, დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ "აღარასდროს იქნება მოწყვალდი პუტინის შანტაჟის მიმართ, მათ შორის ენერეგეტიული შანტაჟის".
მანამდე ბორის ჯონსონმა საშინელი შეცდომა უწოდა კოლექტიური დასავლეთის რეაქციას ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლთ უკრაინაში რუსეთის ჰიბრიდულ შეჭრაზე.
"[დასავლეთმა] საშინელი შეცდომა დაუშვა. რუსეთის ლიდერმა მაშინ ჩაიდინა ძალადობრივი აგრესია და სუვერენულ სახელმწიფოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი წაართვა - და ჩვენ მას მივეცით უფლება დარჩენილიყო ამ მიღწევით. ვფიქრობდით, რომ დავუბრუნდებოდით ნორმალურ მდგომარეობას", - განაცხადა ჯოსნონმა.
ამასთან, აღნიშნა, რომ ამის შემდეგ რუსეთთან ვაჭრობა არამხოლოდ გაგრძელდა, არამედ გაძლიერდა, ევროპის ქვეყნები კი უფრო მეტად დამოკიდებულნი გახდნენ რუსულ გაზზე.