უკრაინულმა ძალებმა მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი რუსი ოკუპანტების ტყვეობისგან გაათავისუფლეს.
ინფორმაციას ადასტურებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი და მისი მოადგილე კირილო ტიმოშენკო.
ტიმოშენკოს თქმით, "ფიოდოროვის გათავისუფლების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა".
ერმაკის განცხადებით, ფედოროვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე ესაუბრა.
"- მიხარია შენი ხმის გაგონება, ივან.
- მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, რომ არ მიმატოვეთ.
- რას ამბობ, ჩვენ ჩვენიანებს გასაჭირში არ ვტოვებთ.
- 2 დღე მჭირდება ძალების აღსადგენად და მზად ვარ ნებისმიერი საქმისთვის, რათა გამარჯვების დღე დადგეს მალე.
- ივან, ძალიან გვიხარია, რომ ისევ ჩვენთან ხარ, ყველაფერში ჩემი იმედი გქონდეს. მთავარია ცოცხალი ხარ. სხვებსაც ერთად დავიხსნით."
დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი 11 მარტს გაიტაცეს.