"ხალხის პარტია" 25 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვას გეგმავს.
როგორც ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა, აქციაზე ხელისუფლებისადმი რამდენიმე მოწოდება გახმოვანდება, მათ შორის მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადების დაწესების, საპენსიო ასაკის 5 წლით დაწევის, ასევე პენსიის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დაწესების შესახებ მოთხოვნები.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი აქციის შემდეგ დავითაშვილი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისკენ საპროტესტო მსვლელობასაც მოაწყობს.
"ხალხის პარტიამ" აქციის გამართვასთან დაკავშირებით მერიას შესაბამისი განცხადებით დღეს უკვე მიმართა.