თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მოსკოვში სერგეი ლავროვს ხვდება.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, შეხვედრა მოსკოვში რთულ დროს იმართება. მისი განცხადებით, ასეთ დროს დიპლომატია უკიდურესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩავუშოღლუმ მადლობა გადაუხადა ლავროვს ანტალიის ფორუმში მონაწილეობისთვის.
ამავე დროს, ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ ახლა აუცილებელია ყველაფრის გაკეთება, რათა უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ჩავუშოღლუმ მიუთითა ლავროვს, რომ თურქეთი განაგრძობს მონტროს კონვენციის ყველა წესისა და პირობის დაცვას.
ჩავუშოღლუმ მადლობა გადაუხადა რუსეთს იმის გამო, რომ მოსკოვმა ორი რუსული გემის ბოსფორის სრუტეში შეყვანაზე, თავად თქვა უარი.
რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ჩავუშოღლუ უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს.