რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში "როსგვარდიის" ელიტურ სპეცრაზმელებს კარგავენ. იუწყება რუსული დამოუკიდებელი სააგენტო "მედუზა".
"მედუზას" ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში სპეციალური დანიშნულების ცენტრ "ვიტიაზის" სულ მცირე შვიდი მებრძოლი მოკვდა.
"ხელმისაწვდომია ზოგიერთი მათგანის ბიოგრაფიული მონაცემები. მაგალითად, ალექსეი ბლინკოვი - ნაცგვარდიის არმიის ნოვოსიბირსკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული. მიხაილ ბელიაკოვი - პენზის ოლქის ქალაქ ნიკოლსკიდან, ჩრდილოეთ კავკასიის ბრძოლების მონაწილე, მოკვდა ჯერ კიდევ 27 თებერვალს.
ასევე ცნობილია სპეცრაზმელ მაქსიმ პუსტოზვონოვის სიკვდილის შესახებ, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია და სამარის ოლქიდან იყო", - იუწყება "მედუზა".