რუსმა იკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს. ინფორმციას უკრაინული კომპანია "ენერგოატომი" ავრცელებს.
"ენერგოატომის" პრესსამსახურის ცნობით, რუსმა სამხედროებმა საბრძოლო მასალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის №1 ენერგობლოკთან და სასწავლო ცენტრთან ააფეთქეს.
"ფაშისტმა იდიოტებმა საბრძოლო მასალები პირდაპირ ზაპოროჟიეს ატომური ელქტროსადგურის მოედანზე, სასწავლო-საწვრთნელ ცენტრთან და №1 ენერგობლოკთან ააფეთქეს. მომავლშიც აპირებენ აფეთქებებს ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. კიდევ რა ტერაქტები სჭირდება პარტნიორებს, კერძოდ კი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს იმისთვის, რომ იმოქმედოს?", - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც უკრაინული მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, შეიცვალა თუ არა რადიაციული ფონი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების შედეგად.