ყველა ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით ინტეგრაციისთვის იქნება გადადგმული, მივესალმები, იქნება ეს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა თუ სხვა ფორმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დროულად გავხდეთ დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, თუ ამას მინისტრის აპარატი სჭირდება, კი ბატონო, ამაზე ჩვენი პოლიტიკური გუნდი თანხმობას გავცემთ, , - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რადგან პრეზიდენტმა თქვა, რომ ვიზიტების განხორციელების საშუალება არ მიეცა და ამისთვის გამოიყენა პირადი კონტაქტები, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.
"მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, პირადი კონტაქტები და მისი რესურსი არის აუცილებლად გამოსაყენებელი, თუ ვინმეს ამ ქვეყანაში აქვს რესურსი, რომ საქართველოს გზავნილები მიიტანოს იქ, სადაც იხსნება ქვეყნისთვის ცივილიზებული სამყაროს კარი, ეს ყველამ უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქვს ამის რესურსი და ხელი კი არ უნდა შეუშალო, ხელი უნდა შეუწყო, რომ მაქსიმალურად დახარჯოს თავის შესაძლებლობები,"- განაცხადა იოსელიანმა.