"საკუთარ დანაშაულზე არაფერს არ იძახის და რა მოვისმინეთ მომავალზე? სადღეგრძელო და ნახევარი სიმართლე, აბსურდული განცხადებებით, რომ თურმე ვაშინგტონსა და ბრიუსელში არ უნდა გაიგონ, რომ ცუდად იქცევა ივანიშვილის რეჟიმი, არანაირი კონკრეტიკა ხელისუფლების მიმართ, არანაირი ნაბიჯები, რომლებსაც თვითონ დგამს ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, დღეს ვუსმენდით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ისე საუბრობდა თითქოს თვითონ სხვა პლანეტიდან იყოს, თითქოს ყველაზე მაღლა დგას და არ არის თავად ნაწილი ამ პოლიტიკური პროცესის თავი.
"რომ დავანებოთ იმას, რომ მომხრეა პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების და თავად აბრალებდა საქართველოს მთავრობას ომის დაწყებას, პრორუსულ კამპანიას ეწეოდა, დავით გარეჯის კამპანიის ერთ-ერთი ავტორი იყო, სისხლიანი ბანერებით და მოსყიდვით ვინ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად? საკუთარ დანაშაულზე არაფერს არ იძახის და რა მოვისმინეთ მომავალზე? სადღეგრძელო და ნახევარი სიმართლე, აბსურდული განცხადებებით, რომ თურმე ვაშინგტონსა და ბრიუსელში არ უნდა გაიგონ, რომ ცუდად იქცევა ივანიშვილის რეჟიმი, არანაირი კონკრეტიკა ხელისუფლების მიმართ, არანაირი ნაბიჯები, რომლებსაც თვითონ დგამს ამ შემთხვევაში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც დღესაც კი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მაშინ საქართველომ საბაბი მისცა რუსეთს საქართველოში შემოჭრისთვის, ამიტომ მიმაჩნია მე საგანგაშოდ ამითი აღფრთოვანება, სალომე ზურაბიშვილზე დიდი პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში, წარსულის უგულვებელყოფა, რომ წარსულის შეცდომებს არ აღიარებს, არც კონკრეტულია ნაბიჯებში, ის ხომ მიმომხილველი არ არის პრეზიდენტია ერთიანობაზე, როცა საუბრობს და "ქართული ოცნება" მიერეკება პროცესს პოლარიზაციისკენ, მერე რას შვება, როგორც პრეზიდენტი? უპირისპირდება ხელისუფლებას? ამიტომ ის მხოლოდ საკუთარ მომავალზე ფიქრობს, რადგან ხედავს თუ როგორ იცვლება ქვეყნის შიგნით საზოგადოების და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პარტნიორების პოზიციები", - განაცხადა ბოკერიამ.