კარგი იქნებოდა "ოდნავ ზევით" მყოფი პრეზიდენტის ნაცვლად, გვეხილა თვითკრიტიკული ლიდერი, რომელიც ელემენტარულს ანსხვავებს, - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით.
როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობას შორის ტოლობის ნიშანს არავინ არასდროს სვამს.
"პრეზიდენტი ზურაბიშვილი სცოდავს, როცა საერთაშორისო პრესაში იმეორებს, რომ უკრაინაში ინტერვენციის დროს პუტინს არგუმენტები არ აქვს და 2008-ში ჰქონდა;
პრეზიდენტი სცოდავს, როცა როყიო სიტყვებს ისვრის ერთობაზე და 600 000 მოქალაქის ლიდერი ციხეში ჰყავს;
პრეზიდენტი სცოდავს, როცა რუსული ანდაზის ,,Не выносят сор из избы" მიხედვით მოგვიწოდებს ვაშინგტონში და ბრუსელში არ ვილაპარაკოთ კოლაბორაციონისტ მთავრობაზე;
პრეზიდენტი სცოდავს, როცა ბოდიშს არ იხდის თავის ძველ განცხადებებზე, რომელიც პუტინს მოყავდა არგუმენტებად თავის პრესკომფერენციებზე და რუსული მხარე დღემდე ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს", აცხადებს გიგი უგულავა.