მარიუპოლში გარდაიცვალა ორსული, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიარო სახლის დაბომბვის დროს დაშავდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ასია დოლინა Facebook-ზე წერს. იტყობინება Sky News-ი.
დოლინა აღნიშნავს, რომ ინფორმაცია დაადასტურა ფოტოგრაფმა ევგენი მალოლეტკამ, რომელიც დაბომბვის დღეს შემთხვევის ადგილიდან ფოტორეპორტაჟს აკეთებდა.
„პირველი ორსული გოგონა, რომელიც დაბომბვის ადგილიდან საკაცით გამოიყვანეს, გადაიცვალა. ვერ გადაარჩინეს მისი შვილიც“, - იუწყება ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო 9 მარტს დაბომბა. ადგილზე გარდაიცვალა 3 და დაშავდა 17 ადამიანი