ხერსონში ოკუპანტების საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, იმის მიუხედავად, რომ გარშემო უამრავი შეიარაღებული რუსი სამხედროა და აგრესორების საბრძოლო ტექნიკა დგას. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, Facebook-ის მომხმარებლები აქვეყნებენ აქციის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას.
მომიტინგეები რუსი ოკუპანტების მისამართით სკანდირებენ: "წადით", "წადით, ვიდრე ცოცხლები ხართ", "უკრაინა უპირველესია", "დიდება ერს - სიკვდილი მტერს", "რუსო ჯარისკაცო, იდი ნახუი", "ხერსონი უკრაინაა", "რუსეთი არის "პარაშა", ჩვენ გავიმარჯვებთ“.


