ლვოვის მახლობლად, იავორივის სამხედრო პოლიგინზე (სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი) განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა 35 და დაშავდა სულ მცირე 134 ადამიანი. იტყობინება Sky News-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
მანამდე, ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი 9 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა.
"იმუშავა საჰაერო თავდაცვის სისტემამ, გარკვეული რაოდენობა [რაკეტების[ ჩამოგდებულია. დარტყმის ქვეშ მოყვა იაროვირის პოლიგონი. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის ოპერაცია", - განაცხადა კოზიცკიმ.
ლვოვთან მდებარე იავორივის პოლიგონი, რომელიც "სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს" წარმოადგენს, ქალაქ ლვოვიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.
ცენტრს ნატოს ქვეყნები უკრაინელ სამხედროებთან ერთობლივი სასწავლო წვრთნების ჩასატარებლად იყენებდენ .
ცენტრო პოლონეთის საზღვრიდან, ნატოს ტერიტორიიდან, დაახლოებით 25-30 კილომეტრში მდებარეობს. დასავლური მედიის ცნობით, ეს თავდასხმა არის "უკრაინის ყველაზე დასავლეთით" განხორციელებული თავდასხმა, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოვლინდა. ამ დრომდე უკრაინის დასავლეთით საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ იავორივის პოლიგინზე დარტყმით, რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ უკრაინაში მშვიდი და უსაფრთხო ადგილი არ არსებობს.