უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება აიძულოს ნატო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას კონფლიქტში სამხედრო ჩარევის შესახებ, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ BBC-სთან ინტერვიუში.
BBC-სთან საუბრისას ანდჟეი დუდას ჟურნალისტმა ჰკითხა, სჯერა თუ არა, რომ პუტინი ემზადება ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად.
"თუ თქვენ მეკითხებით, შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, მე ვფიქრობ, რომ პუტინს შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი ახლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ასეთ რთულ სიტუაციაშია", - თქვა დუდამ.
"პოლიტიკური თვალსაზრისით, მან უკვე წააგო ეს ომი და სამხედრო თვალსაზრისით, ის ვერ მოიგებს ამ ომს", - დასძინა მან.
კითხვაზე, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება უბიძგებს თუ არა ნატოს, ჩაერიოს კონფლიქტში, დუდამ უპასუხა:
"ცხადია, ყველას იმედი გვაქვს, რომ ის ამას ვერ გაბედავს. მაგრამ... თუ ის გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს იქნება მთლიანობაში თამაშის წესების შეცვლა.
რა თქმა უნდა, [ნატო] უნდა დაჯდეს მაგიდასთან და მათ ნამდვილად მოუწევთ სერიოზულად დაფიქრდნენ, რა გააკეთონ, რადგან ეს სახიფათო იქნება არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის".