ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალე დაწესებულებაა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები არ არსებობს, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება ახალი არ არის და მას პასუხი არა ერთხელ გაეცა.
„ვხედავთ როგორი გლობალურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ამ ომში მხარეებს შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა აქვს. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ყველა ნაბიჯი. ზოგადად, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მომატებულია უსაფრთხოების რისკები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ოპოზიცია იმით კი არ იყოს დაკავებული თუ როგორ აჯანჯღაროს ქვეყანა, არამედ მნიშვნელოვანია ყველა ხელისუფლების გარშემო, მათ შორის მთავრობის გარშემო კონსოლიდირდეს იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სიმშვიდე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.