დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შიშობს რომ რუსთმა, შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ ჯონსონმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ისინი დაიწყებენ ლაპარაკს, რომ არსებობს ქიმიური იარაღი, რომლესაც ფლობს მათი მოწინააღმდეგე ან ამერიკელები და რადგან თავად მათ აქვთ ეს ქიმიური იარაღი, ვშიშობ, რომ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათ [რუსებს[ აქვთ თავისებური.. ფეიკი... მზად მოქმედებისთვის", - განაცხადა ბორის ჯონსონმა და აღნიშნა, რომ ეს უკვე იყო სირიასა და ბრიტანეთში.
"თქვენ ნახეთ ეს სირიაში და დიდ ბრიტანეთშიც. ეს არის ის, რაც მათ უკვე გააკეთეს. ეს არის ცინიკური, ბარბაროსული ხელისუფლება", - დასძინა ჯონსონმა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დამთავრების ერთადერთი საშუალებაა თუ რუსეთის პრეზიდენტი გააცნობიერებს, რომ კატასტროფული შეცდომა ჩაიდინა.
რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინა ინახავს ქიმიურ იარაღს და გეგმავს მის გამოყენებას.
მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ აღმოაჩინა უკრაინაში სამხედრო ბიოლოგიური იარაღის ამერიკული პროგრამა, რომელიც მოიცავს სასიკვდილო პათოგენებს, მათ შორის ჭირს და ციმბირულ წყლულს.
ამერიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ ფორმით რუსეთი ეძებს შემდგომი საომარი მოქმედებების გაგრძელების საბაბს.
მანამდე, თეთრ სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს.
გუშინ, დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური პირები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა ცნობები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, პუტინმა უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს.
მათი შეფასებით, შესაძლებელია, კიევზე "სრულიად შემზარავი" თავდასხმა განხორციელდეს, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალების კოლონები, რომლებიც კიევისკენ მიემართებოდნენ, ამ დრომდე ვერ ახერხებენ ლოგისტიკური გამოწვევების გადალახვას და კიევის ხელში ჩაგდების მიზნის განხორციელებას.