რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა მოუწოდებს ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებს, შეწყვიტონ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება.
მისი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის რეგიონში სამგზავრო თვითმფრინავების უსაფრთხოებას.
ამავდროულად, ზახაროვას განცხადებით, "არსებობს საფრთხე, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი ტერორისტებისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების ხელში აღმოჩნდეს".
"თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "კოლექტიურმა დასავლეთმა" დაიწყო მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღის ფართომასშტაბიანი გავრცელება“, - აცხადებს ზახაროვა.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ნატოს ქვეყნებს, შეაჩერონ უახლესი იარაღის კიევის რეჟიმის გაუაზრებლად მიწოდება, რათა თავიდან აიცილონ უზარმაზარი რისკი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ", - დასძინა ზახაროვამ.
დასავლეთის ქვეყნები, უკრაინას აგრესორთან გასამკლავებლად, თავდაცვითი შეიარაღებითა და სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან.