მარიუპოლში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 17 დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქი საბჭო ავრცელებს.
"ცნობილია, რომ რუსეთის თვითმფრინავების მიერ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოზე ტერორისტული თავდახსმის შედეგად დაშავდა 17 ადამიანი (ბავშვები, ქალები, ექიმები), დაიღუპა სამი, მათ შორის ერთი ბავშვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის არმია მიზანმიმართულად და უმოწყალოდ ანადგურებს მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას.
„მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რუსეთის დანაშაულების შესახებ კაცობრიობის, უკრაინისა და მარიუპოლელების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო გუშინ, 9 მარტს დაბომბა.